ფონდის რჩეულები

ანონიმური რჩეულები

ინფორმაცია კონფიდენციალურობის შესახებ

ფონდი „სოლიდარობა განათლებისთვის“ ამაყობს, რომ ფონდის რჩეულების გარდა, დღემდე ფინანსური მხარდაჭერა გაუწია კიდევ 8 სამედიცინო სტუდენტს. თითოეულ მათგანს გადაეცა 500-დან 1000 ლარამდე დაფინანსება სწავლისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

აღნიშნულმა სტუდენტებმა ისარგებლეს პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის უფლებით და მოითხოვეს ანონიმურობის დაცვა. სწორედ ამიტომ, მათი სახელები და გვარები ფონდის ვებგვერდზე არ არის გამოქვეყნებული.

ფონდი პატივს სცემს თითოეული ბენეფიციარის გადაწყვეტილებას და უზრუნველყოფს მათი პერსონალური მონაცემების დაცვას მოქმედი კანონმდებლობისა და ეთიკური პრინციპების შესაბამისად.

2026 წლიდან ფონდის დაფინანსების წესში შევიდა ცვლილება. ახალი კრიტერიუმების თანახმად, დაფინანსების მიღების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ბენეფიციარის თანხმობა, რომ ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გამოქვეყნდეს ინფორმაცია მის შესახებ, მათ შორის: სახელი, გვარი, სასწავლებელი, მიღებული მხარდაჭერის მიზანი და დაფინანსების მოცულობა.

ეს ცვლილება ემსახურება ფონდის საქმიანობის ღიაობის, ანგარიშვალდებულებისა და საზოგადოების ნდობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

მარიამ გელაშვილი

მარიამ გელაშვილი – კლინიკური პრაქტიკა გერმანიაში

ფონდი „სოლიდარობა განათლებისთვის“ აგრძელებს ახალგაზრდა ექიმების პროფესიული განვითარების მხარდაჭერას.

ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, 2025 წლის 14–24 ივლისს, პედიატრმა/ნეონატოლოგმა მარიამ გელაშვილმა კლინიკური პრაქტიკა გაიარა ჰანოვერის სამედიცინო უნივერსიტეტის (Medizinische Hochschule Hannover – MHH) ნეონატალური ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (Neonatal Intensive Care Unit, NICU), გერმანიაში.

მარიამ გელაშვილი გამოირჩევა მაღალი პროფესიული მოტივაციით და აქტიურად არის ჩართული როგორც კლინიკურ, ისე აკადემიურ საქმიანობაში. საერთაშორისო კლინიკურ გარემოში მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მისი პროფესიული განვითარებისა და თანამედროვე სამედიცინო ცოდნის გაღრმავების მიმართულებით.

ფონდი „სოლიდარობა განათლებისთვის“ გულითადად ულოცავს მარიამ გელაშვილს ამ მნიშვნელოვან პროფესიულ მიღწევას და უსურვებს წარმატებას სამომავლო კლინიკურ, სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობაში.

ქეთევან შალიკაშვილი

ქეთევან შალიკაშვილი – ფონდის მორიგი რჩეული

ფონდი „სოლიდარობა განათლებისთვის“ მოხარულია გაცნობოთ, რომ ფონდის მმართველი საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ფონდის მორიგი რჩეული გახდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის V კურსის სტუდენტი, ქეთევან შალიკაშვილი.

ქეთევანი მიწვეულია დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 2025 წლის აგვისტო–სექტემბერში 6-კვირიან პროგრამას მოიცავს. კვლევითი პრაქტიკა ჩატარდება Center for Neuropsychiatric Schizophrenia Research-ში, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრია და ფუნქციონირებს დანიის ყველაზე დიდი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ბაზაზე. აღნიშნული ცენტრი ქვეყნის ფსიქიატრიული პაციენტების დაახლოებით 40%-ს უწევს სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებას.

მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, ფონდი „სოლიდარობა განათლებისთვის“ ქეთევან შალიკაშვილს 700 ლარის ოდენობით დაუფინანსებს სამეცნიერო-კვლევით პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელ მგზავრობის ხარჯს (ავიაბილეთის ღირებულებას).

გვჯერა, რომ საერთაშორისო სამეცნიერო გარემოში მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქეთევანის პროფესიულ და აკადემიურ განვითარებაში.

ფონდის სახელით ვულოცავთ ქეთევან შალიკაშვილს ამ მნიშვნელოვან შესაძლებლობას და ვუსურვებთ წარმატებებს სამეცნიერო, კლინიკურ და პროფესიულ საქმიანობაში.

კარლო ყოჩიაშვილი

კარლო ყოჩიაშვილი – ფონდის მორიგი რჩეული

ფონდი „სოლიდარობა განათლებისთვის“ მოხარულია წარმოგიდგინოთ ფონდის მორიგი რჩეული – კარლო ყოჩიაშვილი.

კარლომ 2021 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ხოლო 2022 წელს სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის ზოგადი ქირურგიის რეზიდენტურის პროგრამაში. პროფესიული განვითარების გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 2023 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო სალიცენზიო გამოცდის პირველი ეტაპის (USMLE Step 1) წარმატებით ჩაბარება.

რეზიდენტურის პერიოდში კარლო პრაქტიკულ და თეორიულ მომზადებას გადის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც აქტიურად არის ჩართული ყოველდღიურ კლინიკურ საქმიანობაში და მუდმივად ზრუნავს პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავებაზე.

კარლომ მიიღო ოფიციალური მოწვევა ამერიკის შეერთებული შტატების კლივლენდისა და ბრუკლინის კლინიკებიდან, რათა 2024 წლის ივლისსა და აგვისტოში გაიაროს სტაჟირება ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტებში. აღნიშნული პროგრამა მისცემს შესაძლებლობას, საერთაშორისო კლინიკურ გარემოში შეიძინოს თანამედროვე ცოდნა და გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანი იქნება მისი, როგორც ქირურგის, პროფესიული განვითარებისათვის.

ფონდის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით და ფონდის მხარდამჭერების თანადგომით, ფონდი „სოლიდარობა განათლებისთვის“ კარლო ყოჩიაშვილს 1 000 ლარის ოდენობით დაუფინანსებს მგზავრობის ხარჯს (ავიაბილეთის ღირებულებას).

ვულოცავთ კარლო ყოჩიაშვილს ამ მნიშვნელოვან შესაძლებლობას და ვუსურვებთ წარმატებას საერთაშორისო პროფესიულ საქმიანობაში, ახალ გამოცდილებასა და სამომავლო კარიერულ წინსვლას.

ქეთევან ინჯგია

2024 წლის 25-27 ოქტომბერს, თურქეთში სტამბულის ოკან უნივერსიტეტში ჩატარდა ევროპის პირის ღრუს დაავადებათა ასოციაციის გაერთიანებული შეხვედრა.

შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ:

დიდი ბრიტანეთი - Queen Mary London University. ნიდერლანდები - University of Groningen. საბერძნეთი - Aristotele University of Thessaloniki. იტალია - Federico II University of Naples, Parma University of Italy. თურქეთი - Marmara University, Akdeniz University of Antalya და სხვა.

მოხსენებით წარსდგნენ ევროპის ოდონტო-სტომატოლოგიის, ნეირომეცნიერების, ონკოლოგიის, რადიოლოგიის, დერმატო-ვენეროლოგიის წამყვანი მეცნიერები, რომლებმაც წარმოადგინეს უახლესი კვლევები და მიღწევები პირის ღრუს დაავადებათა მკურნალობასა და მენეჯმენტში, ისაუბრეს პირის ღრუს დაავადებათა მნიშვნელოვან კავშირზე ზოგად-სისტემურ დაავადებებთან მიმართებაში. ფონდის ფინანსური მხარდაჭერით კონგრესის ფარგლებში მოხსენებით წარსდგა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი - ქეთევან ინჯგია.

მოხსენების თემა გახლდათ: “Formulation, Technology and Biopharmaceutical Evaluation of Triamcinolone Oral Mucoadhesive Films”. რომელმაც ძალიან დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა როგორც მსმენელთა ასევე კონგრესის ორგანიზატორების მხრიდან.

ანა დუმბაძე

ფონდის გადაწყვეტილებით შემდეგი ფინანსური მხარდაჭერა წილად ერგო ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ახალგაზრდა რადიოლოგ ანა დუმბაძეს .✅
ჩვენი რჩეული გარდა კლინიკური წარმატებული საქმიანობისა გახლავთ აქტიური დოქტორანტი.✅
ფონდის მხარდამჭერთა სახელით გვსურს ანა დუმბაძეს დავუფინანსოთ ევროპის ნეირორადიოლოგთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსში ,,პედიატრიული ნეირორადიოლოგია" (პორტუგალია) მონაწილეობის საფასური 800 ლარის ოდენობით .✅

სოფიო თომაშვილი

⏭ფონდის შემდეგი რჩეულია სოფიო თომაშვილი- მან 2021 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი;✅
⏭2021 წელს ჩაირიცხა თსსუ-ის სარეზიდენტო პროგრამაში - ჰემატოლოგიის მიმართულებით;✅
⏭2023 წელს ჩააბარა ამერიკის შეერთებული შტატების სალიცენზიო გამოცდების პირველი საფეხური (USMLE step1) და უახლოეს 2 კვირაში ემზადება მეორე საფეხურის (USMLE step2) ჩასაბარებლად.✅
?სოფიო რეზიდენტურის განმავლობაში პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას გადის თსსუ-სა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების კლინიკასა და მ.ზოდელავას სახელობის ჰემატოლოგიურ კლინიკაში, სადაც აქტიურად არის ჩართული ყოველდღიურ კლინიკურ საქმიანობაში. ✅
?ჩვენი რჩეული კლინიკურ საქმიანობასთან ერთად აქტიურ აკადემიურ საქმიანობას ეწევა მოწვეული პედაგოგის სტატუსით.✅
?სოფიო თომაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კლივლენდის კლინიკიდან აქვს თანხმობა, რომ 2024 წლის ივლისის და აგვისტოს თვეში გაიაროს სტაჟირების კურსი ჰემატოლოგიის დეპარტამენტში, რაც მნიშვნელოვანია მისი კლინიკური და თეორიული სწავლებისა და გამოცდილებისათვის.✅
➡️ჩვენი ფონდის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებითა და მხარდამჭერთა სახლით გვსურს სოფიო თომაშვილს დავუფინანსოთ ბილეთის საფასური 950 ლარის ოდენობით.✅

მ.თ

განათლება საუკეთესო ინვესტიციაა!

მოხარულები ვართ გაგიზიაროთ მორიგი წარმატებული ისტორია: ფონდმა „სოლიდარობა განათლებისთვის“ სწავლის საფასური დაუფინანსა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტს, მ.თ-ს.

მომავალი ექიმების მხარდაჭერა ჩვენთვის პრიორიტეტია, რადგან გვჯერა, რომ პროფესიული განათლება არის საფუძველი ძლიერი და ჯანსაღი საზოგადოებისა.

მადლობას ვუხდით თითოეულ მხარდამჭერს, ვინც გვეხმარება ახალგაზრდებისთვის გზის გაკვალვაში. ერთად ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს!

ქეთევან პაპოშვილი

წარმოგიდგენთ ფონდის კიდევ ერთ რჩეულს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტს ქეთევან პაპოშვილს.

↘️მან Walter E. Dandy ნეიროქირურგიის საზოგადოების მე-9 მსოფლიო კონგრესზე მოხსენების წარსადგენად მოიპოვა სტიპენდია, რომელიც გაიმართება ჯაიპურში, ინდოეთში 2023წლის 20-22 იანვარს.

↘️ქეთევან პაპოშვილი გახლდათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი, ხოლო ახლა ის წარმატებით ეუფლება საექიმო საქმიანობას რეზიდენტის ამპლუაში.✅

↘️ფონდი სოლიდარობა განათლებისთვის სახელით წარმატებას ვუსურვებთ ახალგაზრდა ექიმს, როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში.

თინათინ ქურდაძე

⏭️წარმოგიდგენთ ჩვენი ფონდის რჩეულს, ქართველ ექიმ-ნეონატოლოგს ქალბატონ თინათინ ქურდაძეს, რომელიც იმყოფება სტაჟირებაზე “შარიტეს” საუნივერსიტეტო კლინიკაში (გერმანია)

↘️წარმატებებს ვუსურვებთ ქ-ნ თინათინს ცოდნის გაღრმავებასა და საზოგადოების ყველაზე პატარა წარმომადგენლების ჯანმრთელობაზე ზრუნვაში. 

სოფო ჩომახიძე

ფონდი ,,სოლიდარობა განათლებისთვის" ფინანსური მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი სოფო ჩომახიძე მონაწილეობას მიიღებს ევროპის უნივერსიადა 2022-ში.

სოფო ჩომახიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს წარადგენს ქვიშის ფრენბურთის სახეობაში.

ევროპის უნივერსიადა გაიმართება პოლონეთში, ქალაქ ლოძში.

მაკა ეზიაშვილი

⏭️ფონდის ძვირფასო მხარდამჭერებო, ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა გვსურს გამოვხატოთ თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტის- მაკა ეზიაშვილის მიმართ, რომელსაც ცოტა ხნის წინ ჩვენდა სამწუხაროდ ჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს.✅
⏭️ჩვენი ძირითადი ფინანსური მხარდამჭერების ერთობლივი გადაწყვეტილებით ამ ძალიან მეგობრულ და კეთილ ადამიანს ფონდი დაეხმარება სწავლის საფსურის სრულად დაფარვაში.✅
↘️გარდა ამისა მაკას მკურნალობის საწყის ეტაპზე ესაჭიროება 4500 $. ❗❗❗
თანადგომის ნებისმიერ მსურველს შეგიძლიათ ამ დანიშნულებით (მაკა ეზიაშვილისათვის) განახორციელოთ ფინანსური დონაცია, როგორც ჩვენი ფონდის ასევე თავად ბენეფიციარის ანგარიშზე.✅

ლალი ესებუა

↘️წარმოგიდგენთ ფონდის კიდევ ერთ რჩეულს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, რევმატოლოგიის რეზიდენტს- ლალი ესებუას, რომელსაც ფონდი დაუფინანსებს რეზიდენტურაში სწავლის წლიური ღირებულების ნახევარს.?‍⚕️
↘️გარდა ჩვენი ფონდის მხარდაჭერისა იგი გახლავთ Erasmus +-ის პროგრამის გამარჯვებულთა შორის და ერთი სემესტრით სასწავლებლად მიემგზავრება იტალიაში?? ??

↘️ფონდი სოლიდარობა განათლებისთვის სახელით წარმატებას ვუსურვებთ ახალგაზრდა ნიჭიერ ექიმს, როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში.

პარტნიორი დაწესებულებები
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკა
სარეაბილიტაციო კლინიკა რენეო